Blokis Danadgari
16.11.2021
108

მეორადი ბლოკის ცეხი

მეორადი ბლოკის ცეხი ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ზომის და ფორმის ბლოკის დასამზადებლად,    ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ღრუ ბლოკების, ბორდიურის, ეზოს ფილი,ქვაფენილის ქვის და ა.შ.  დასამზადებლად  იმისდა მიხედვით თუ რა სპეციფიკაციები გააჩნია დანადგარს, ზემოთ აღნიშნული პროდუქციის მიღება  შესაძლებელია სხვადასხვა ზომის და ფორმის  ყალიბების  შეცვლით.

მეორადი ბლოკის ცეხი ამ თვალსაზრისით,  მნიშვნელოვანი საინვესტიციო ინსტრუმენტია.ხარისხიანი ბლოკის დანადგარი  ერთგვარი გარანტიაა მისი  გრძელვადიანი და მომგებიანი გამოყენების, შესაბამისად, ის დააბალანსებს და ამოიღებს თქვენს ხარჯებს მოკლე დროში. მეორადი ბლოკის ცეხის შეძენისას, აუცილებლად  უნდა გაითვალისწინოთ დანადგარის ხარისხი და მდგომარეობა.

მეორადი ბლოკის დანადგარის  ყიდვისას არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც სასურველი იქნება მიაქციოთ ყურადღება, მაგალითად:     თუ რომელ წელს არის დამზადებული  დანადგარის, რომლის ყიდვაც გსურთ, ასევე მისი   ბრენდი, შასის და მოძრავი ნაწილების მდგომარეობა, რამდენად კარგ მდგომარეობაშია დანადგარის  ჰიდრავლიკური და ელექტრო ნაწილები, მისი        დგუშებისა და ვიბრო ძრავების  მდგომარეობა,   დანადგარის ლილვების კოლოფების მდგომარეობა და ასე შემდეგ. ზოგჯერ, მეორადი ბლოკის ცეხი  უფრო ძვირია, ვიდრე ახალი გამომდინარე მისი წარმადობიდან, ხშირ შემთხვევაში მეორადი დანადგარის შეძენისას მომხმარებელს თავად უწევს  მონტაჟზე ზრუნვა.

ვიზიტორთა კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. შეგიძლიათ გააკეთოთ პირველი კომენტარი ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით..

Whatsapp
Mussan Group
Mussan Group
Გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?