ჩვენს შესახებ

მთავარი » ჩვენს შესახებ
შ.პ.ს. MUSSAN GROUP მანქანა-დანადგარების იმპორტისა და ექსპორტის საწარმო

MUSSAN GROUP  დაარსდა კომპიუტერული პროგრამების  ინჟინერ  სალიმ მილეტისა  და მშენებელ-ინჟინერ  სინან ბაისალის  თანამშრომლობით.

2013 წელს სალიმ მილეტი სათავეში ჩაუდგა  Beyazlı Group- ის სარეკლამო საქმიანობას ტრაპიზონში და საფუძველი ჩაუყარა 23 ქვეყანაში  ბლოკის  დანადგარების  გაყიდვას.მოგვიანებით,  Çiftel Makine-სთან სტამბოლში მუშაობის გაგრძელების და 4 სხვადასხვა ქვეყნაში  დანადგარების  გაყიდვის შემდეგ, კომპანიიდან  წავიდა.

იმისათვის, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის დანადგარები  დროულად  და ეფექტურად ეწარმოებინა, სალიმ მილეტმა ტრაპიზონის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის პარტნიორ_სინან ბაისალთან ერთად დააარსა კომპანია „ MUSSAN GROUP მანქანა-დანადგარების იმპორტისა და ექსპორტის საწარმო“.

MUSSAN GROUP– მა თავისი საქმიანობა ბლოკისა და  ქვაფენილის მანქანა-დანადგარებისა და ყალიბების წარმოებით დაიწყო და  ამჟამად აქტიურად აგძელებს ინჟექტორული დანადგარებისა და ყალიბების, ბეტონის ქარხნების, ნედლეულის შემრევების და მათი აღჭურვილობის, ბეტონის მილების მწარმოებელი დანადგარების და მათი დამხმარე აღჭურვილების წარმოება-გაყიდვას.

ჩვენ, ტექნოლოგიებისა და დანადგარების სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული და გამოცდილი პერსონალით, უშეცდომო და სწრაფი მუშაობით,უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით ვქმნით  მძლავრი კორპუსის, მაღალი ხარისხის და ხანგრძლივი გამოყენების მანქანა-დანადგარებს.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით ბაზარზე არსებულ დანადგარებზე მეტად ხარისხიან და გამძლე პროდუქციას შეღავათიან ფასებში.

თქვენი პარტნიორი
  • როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე ქვეყნის გარეთ ბლოკის- ქვაფენილის-ბეტონის დანადგარის ყიდვა-გაყიდვასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში თქვენს გვერდით გვიგულეთ.
  • ჩვენი გამოცდილი გუნდი ინგლისური,არაბული,ფრანგული და ქართულენოვანი გაყიდვების წარმომადგენლებითურთ მზად ვართ დახმარებისთვის.
წარმომადგენლები
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია თუ არა დანადგარის შეკვეთა თურქეთში ჩამოსვლის გარეშე?

თურქეთში ჩამოსვლის გარეშეც თავისუფლად შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი მოდელის მანქანა-დანადგარი და ბეტონის ქარხნები

როგორ შევუკვეთო?

შეკვეთის პროცესი შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენს მიერ შერჩეული დანადგარის ღირებულების 40%-ის გადახდით. ორივე მხარის ინტერესების დასაცავად ვაფორმებთ ხელშეკრულებას. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმება.

ფასში შედის თუ არა დანადგარის ტრანსპორტირება ?

მხოლოდ დანადგარის დამზადების ფასია მითითებული ანუ ვიყენებთ ე.წ .Ex Works (EXW)

ფასში შედის თუ არა დღგ?

დღგ არ შედის ჩვენს ფასებში,დანადგარის ექსპორტირებისთვის შეგვიძლია გავცეთ ინვოისი

როდის იქნება მზად დანადგარი?

დამამზადებელი ქარხნის მდგომარეობიდან გამომდინარე,დანადგარის დამზადების დრო 30-დან 60 დღემდე მერყებს. შეკვეთის მიცემისას გეტვით ზუსტ დროს.

რამდენ წლიანი გარანტია აქვს?

გარანტია არის 2 (ორი) წლიანი. ჩვენ გთავაზობთ შეუზღუდავ ტექნიკურ მხარდაჭერას ჩვენს მიერ წარმოებული დანადგარებისთვის.

ვის ეკუთვნის დანადგარის მონტაჟის ხარჯი?

დანადგარის მონტაჟის ხარჯი ჩვენ გვეკუთვნის,თქვენ მხოლოდ იხდით მემონტაჟე პერსონალის მგზავრობის,დაბინავების და კვების ღირებულებას.

დანადგარის გამოყენების ტრენინგი თუ ხდება?

დანადგარის ინსტალაციისთვის ჩამოსული გუნდი გაგაცნობთ დანადგარის გამოყენების ინსტრუქციას, პროდუქციას რომელსაც არ ჭირდება მონტაჟი მოგეწოდებათ ინფორმაცია ჩვენს ქარხანაში გადაღებული ვიდეოების სახით.

შეგვიძლია თუ არა გავხდეთ თქვენი დილერი?

მსურველებს შეუძლიათ გახდნენ ჩვენი დილერები,ჩვენ ვთავაზობთ მათ მანქანა-დანადგარებს თვითღირებულების (საბითუმო) ფასში და გაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი კომპანიის სახელით აწარმოოთ გაყიდვები მსოფლიო ბაზარზე.

ჩვენი პირველი და უმთავრესი მიზანია ვუზრუნველვყოთ მანქანა-დანადგარების წარმოებით,გაყიდვის და გაყიდვის შემდგომი მომსახურებით მომხმარებელთა 100%-იანი კმაყოფილება,ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს შევუქმნათ ხარისხიანი სამუშაო გარემო.
ქვეყნის შიგნით 24 საათში,ხოლო საზღვარგარეთ 72 საათის ფარგლებში ვახდენთ სწრაფ და დროეულ მომარაგებას მანქანა-დანადგარის სათადარიგო ნაწილებით

ჩვენი მისია

როგორც ბლოკისა და ქვაფენილის მანქანა-დანადგარის წამყვანი მწარმოებელი სექტორში,ინჟინრებისა და კვალიფიციური კადრების ძალისხმევით სრულად ინარჩუნებს წარმოების იმ ფილოსოფიას რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოლოდინებს უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.ის მუდმივად ანახლებს და აუმჯობესებს საკუთარ თავს და პროდუქტებს თავისი ცოდნით და გამოცდილებით

ჩვენი ხედვა

Mussan Group მიზანია დააკმაყოფილოს თავისი მომხმარებლები, მათზე ზუსტად მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებით,რაც საშუალებას იძლევა ბლოკისა და ქვაფენილის მანქანა-დანადგარების ბიზნესში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე ეფექტური ამონაგებით იქნას წარმოებული.Mussan Group-ი ამჟამად 20 ქვეყანაში აწარმოებს გაყიდვებს და მომსახურებას,მისი მიზანია სახელი გაითქვას მსოფლიოში ისეთი მომსახურებით და პროდუქციის წარმოებით,რომელიც სცილდება მომხმარებელთა მოლოდინებს.

Whatsapp
Mussan Group
Mussan Group
Გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?