თურქეთის მარმარილოს ექსპორტიორისგან კონტეინერების პრობლემის გადაწყვეტა
მარმარილოს ექსპორტიორებმა, რომლებიც ეპიდემიის შემდეგ ცარიელი კონტეინერების პოვნის პრობლემის წინაშე დადგნენ, დაიწყეს ტვირთის კონტეინერების ნაცვლად, ხის ყუთებით გაგზავნა.
გლობალურ ვაჭრობაში მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის ცვლილებამ ეპიდემიის გამო კონტეინერების ფასების ზრდა გამოიწვია. თურქმა ექსპორტიორებმა, სირთულეები განიცადეს ჩინეთის პორტებში კონტეინერების დაგროვების გამო.
DN Mermer– ს ფირმა დენიზლში, რომელსაც თავისი პროდუქცია აშშ – ში, ბუნებრივი ქვის ერთ – ერთ მნიშვნელოვან ბაზარზე გააქვს საექსპორტოდ, პრობლემის გადაჭრის გზა ხის ყუთებში დაინახა.
11 ტონა დამუშავებული მარმარილო, რომელიც ჩვეულებრივ 400 კონტეინერში თავსდება, აშშ – ში სატვირთო გემით, ხის ყუთებით გაიგზავნა.
“ინოვაციური პროგრამა ინდუსტრიაში”
მურატ იენერმა, DN Mermer- ის საბჭოს თავმჯდომარემ, Anadolu Agency- ს (AA) განუცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ბაზარზე ამ ფორმით გავიდა პროდუქტი.
” მარმარილოს ექსპორტს 80-ზე მეტ ქვეყანაში ვაწარმოებთ, 3 ქარხანა, 2 მარმარილოს კარიერი და დაახლოებით 600 თანამშრომელია დენიზლში. ჩვენი პროდუქციის 90 პროცენტი მიდის უცხოურ ბაზარზე. სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით მაიამიში, თურქული მარმარილო ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ბრენდია. ამ ეტაპზე კონტეინერების კრიზისმა და ტვირთის ფასებმა კონკურენციაში ხელი შეგვიშალა, მაგრამ ეს პრობლება ხის ყუთების საშუალებით მოვაგვარეთ. ამასთან, როგორც ინვესტორი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და იცის ექსპორტის ღირებულება, ვაგრძელებთ უშუალო წარმოებას და ვქმნით სამუშაო ადგილებს”.
დენიზლის მეშახტეთა და მარმარილოს ასოციაციის პრეზიდენტმა სერდარ სუნგურმა განაცხადა, რომ მათ ეგვიპტის ბაზარზე გააქვთ საექსპორტოდპროდუქცია, მაგრამ დამუშავებული პროდუქციისთვის ხის ყუთებში ექსპორტი პირველია და მის ფართოდ გავრცელდებას.





